ჩვენი მისია

სკოლა
ლიცეუმი მასტერკლასი

მისია

 

სკოლალიცეუმი   მასტერკლასი, რომელიც სახელმწიფო განათლების სისტემის შემადგენელი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, განათლების სამივე საფეხურზე, ემსახურება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მოტივირებული, მაღალზნეობრივი, ინტელექტუალური, ჯანსაღი ცხოვრების წესის გამზიარებელი, ეკოლოგიური ვალდებულებების გამთავისებელი  და დემოკრატიული ღირებულებების მქონე  თაობის აღზრდას.

სკოლის მისიაა დასავლეთ ევროპული ენების (გერმანული, ფრანგული, ინგლისური,რუსული) ცოდნითა და მედიატექნოლოგიური უნარებით აღჭურვილმა თაობამ, ეროვნული თუ მსოფლიო ფასეულობების გათვალისწინებით, შეძლოს ინდივიდუალური, შემოქმედებითი, თავისუფალი ხედვების განვითარება,რათა შემდგომ, თანამედროვე  გამოწვევების ეპოქაში, ახალგაზრდებმა მოახერხონ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ტოლერანტული დამოკიდებულებებით საზოგადოების ნებისმიერ გაერთიანებასთან ურთიერთობა, კანონიერების,  წესრიგის, უპირატესობის პრინციპების გათავისება, ცოდნისა და უნარების საკუთარი და საზოგადო კეთილდღეობისთვის გამოყენება.

ძიება