სიახლეები

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის ლიტერატურულ კლუბში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ბათუმელი ავტორი გოდე გორგილაძე არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ახლახან გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი პირველი წიგნი, რომლის პრეზენტაცია, თბილისში მაღაზია " შაქრო ბაბუაში" გაიმართა. " რიო -დე -ჟანეიროს ხელმშიფე", ავტორის თქმით, თამაშ მონოპოლიის პრინციპით აგებული ამბის ისტორიის გამო ეწოდა მოთხრობას, ხოლო შემდგომ წიგნს. ის ფიქრობს, რომ წიგნი მოზარდების პრობლემებსაც ეხება და მსუბუქ, სახალისო სტილშია დაწერილი. ლიტერატურული კლუბის წევრებსა და ავტორს შორის საინტერესო საუბარი გაიმართა, რომელიც წარმატებას, ლიტერატურას, პერსონაჟების ძიებას, სიუჟეტების სიუხვეს და ბევრ საინტერესო საკითხს შეეხებოდა. მოსწავლეებმა ავტორს, ხოლო ავტორმა მოსწავლეებს თავიანთი რჩეული ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს და რჩევებიც გაცვალეს.

ძიება