სიახლეები

ღია გაკვეთილი თემა: ,,პირველი რესპუბლიკის თავგადასავალი"

Xბ კლასში 31 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებელმა - ნატალია ტრაპაიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემა: ,,პირველი რესპუბლიკის თავგადასავალი", გაკვეთილი მიმდინარეობდა მშვიდ, თავისუფალ გარემოში. მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებმა გამოავლინეს და განავითარეს:

კრიტიკული აზროვნება;

ფაქტობრივი ცოდნა;

ინტერესი საკითხისადმი;

ლოგიკური მსჯელობის უნარი;

გაკვეთილის მიზანი იყო წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით მოსწავლეებმა სწორად შეძლონ თანამედროვე გამოწვევების აღქმა და შეფასება. ჩამოყალიბდნენ აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად.

ძიება