ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"-ს პირველი სტუმარი
მასტერკლასის ლიტერატურულ კლუბ "ლიტერპოლოს" მიმდინარე წლის პირველი საინტერესო სტუმარი მარი კორინთელი გახლავთ, რომელიც კლუბის მესამე შეხვედრაზე გვეწვია. აუდენციას წინ უძღოდა ოდესის ლიტერატურული ფესტივალის ბათუმში გამართვის ფაქტი, რომლის ორგანიზატორი იყო გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" და, რა თქმა უნდა, თავად მარი კორინთელი. ლიტერკლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში. ამანაც განაპირობა, რომ ლიტკლუბის დღევანდელ თემად ლიტერატურული ფესტივალები ჩავნიშნეთ. კლუბის წევრებმა მარი აბაშიძემ და ნინო ქამადაძემ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ისტორია გაგვაცნეს. თემა მარი კორინთელმა განავრცო და შეაჯამა ოდესის ბათუმური ისტორიის ხარისხი და მნიშვნელობა. სასიხარულოა, რომ მოსწავლეები და სტუმარი ერთ მთავარ საკითხში შეთანხმდნენ,-- ბათუმი უნდა გახდეს ლიტფესტივალის ადგილი. სტუმარმა უპასუხა კითხვებს და რამდენიმე წიგნის რჩევითა და საჩუქრით დაგვემშვიდობა. ამ შეხვედრამ კითხვის მოტივაცია გაზარდა და შემოქმედებითად დამუხტა კლუბის წევრები.