75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულები
შპს სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მე - 9 კლასის მოსწავლეები ნინო შაინიძე და მათე არობელიძე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულები არიან.
ნინო შაინიძემ სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე წარადგინა თემა ,,პანდემიის გავლენა სამშენებლო სექტორზე" და აიღო მე-2 საპრიზო ადგილი.
მათე არობელიძემ სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე წარადგინა თემა ქართული ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის სექციაში.
ნაშრომის სათაური - „ წინააღმდეგობათა კვანძი“-ჩემი თანატოლი ლიტერატურული
პერსონაჟები და გარდატეხის ასაკის თავისებურებები.
სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი ულოცავს ნინო შაინიძის მათემატიკის მასწავლებელ ქეთევან დონდოსსა და მათე არობელიძის ქართული ენის მასწავლებელ მანანა სანიკიძეს მოსწავლეების წარმატებას.