კიდევ ერთი წარმატება!
სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო კონცელიძემ HMC--ის სასტიპენდიო პროგრამაში მოიპოვა 80% იანი დაფინასნება და სექტემბრიდან სწავლას განაგრძობს ბრიტანეთში, Royal Masonic School For English-ში.
HMC-ის პროექტების ჯგუფი საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, სტიპენდიით მიიღონ განათლება წამყვან პრიტანულ სკოლებში.პროექტი სრულად ფარავს სწავლის,კვებისა და ცხოვრების ხარჯებს. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A დონის გამოცდებისთვის. შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, ლიდერობის უნარ-ჩვევების, მასწავლებლების დახასიათებისა და ინტერვიუს საფუძველზე.
ვულოცავთ ნინის ამ დიდ წარმატებას!