სიახლეები

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მასტერკლასელებს სიგელი გადასცა

დედაენის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა სკოლები გამოიწვია ენის სიწმინდის დაცვის საჯარო ღონისძიებათა ციკლში. სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ ამ გამოწვევას, მათ საინტერესო პოსტერები დააზადეს და სოციალური ქსელებით გაავრცელეს. ამ აქტივობაში ჩართვისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა. აქტივობაში ჩართულობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნადია გუნდაძე მასტერკლასი მადლობას უხდის სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მოსწავლეთა წახალისებისათვის, რაც მოხალისეთა ზრდას გამოიწვევს.

ძიება