საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი „ამირანი“-ს გამარჯვებული სკოლა–ლიცეუმ მასტერკლასის კურსდამთავრებული რატი სირაბიძეა.
საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი „ამირანი“, რომელშიც მონაწილეობდნენ X-XII კლასების მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით, გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
• საუკეთესო პროზაული ნაწარმოები
• საუკეთესო პოეტური ნაწარმოები
• საუკეთესო თარგმანი
I ადგილი – პრიზი „ვერცხლის შროშანი“ და პრემია 3000 ლარი გადაეცა სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მე-12 კლასის მოსწავლე- რატი სირაბიძეს მოთხრობისთვის ,,ტყვეობის პარაბოლა.'' დღეს რატი ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია, სკოლა-ლიცეუმი ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას!