სიახლეები

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგს ხათუნა გიორგაძეს ფრენბურთის საუკეთესო მწვრთნელის დამსახურებულ ჯილდოს

ბათუმში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები, რომლებმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს მიაღწიეს.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: „წლის სპორტსმენი“, „წლის მწვრთნელი“, „წლის დებიუტანტი“, „წლის გუნდი“, „სპორტული კლუბი - კარგი მმართველობა“, ,,წლის ვეტერანი სპორტსმენი“, „წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი“, „წლის სპორტული ჟურნალისტი“, „სპორტის მოამაგე“, ,,წარმატებული გუნდი’’, ,,მებრძოლი გუნდი’’, ასევე დაჯილდოვდნენ ის პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგს და კოლეგას, ხათუნა გიორგაძეს ფრენბურთის საუკეთესო მწვრთნელის დამსახურებულ ჯილდოს!

გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაჯილდოვდა ცხრა სპორტსმენი, სპორტული მიღწევებისთვის და საქართველოს ჩემპიონი - საფეხბურთო კლუბი ,,დინამო ბათუმი’’ მიმდინარე წელს მოპოვებული წარმატებისთვის."

ძიება