ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

მასტერკლასის ლიტერატურულმა კლუბმა "ლიტერპოლომ" ქართველ მწერალს, ჟურნალისტსა და გამომცემელ ნანა აკობიძეს უმასპინძლა. შეხვეხრას ასევე ესწრებოდნენ პირველი საჯარო სკოლის კლუბ "სინემას" წევრები.

ავტორმა მოსწავლეებს თავისი ახალგამოცემული, მეოთხე წიგნი -- ვალაუვალი წარუდგინა. წაუკითხა წიგნიდან ლექსები, გაუზიარა, თუ რას ნიშნავს ომის ჟურნალისტობა და იმ პერსპექტივიდან მოყოლილი ამბების სიმძიმე. ისაუბრა მომავალ, გამოსაცემად გამზადებულ წიგნებზე და უპასუხა შეკითხვებს.

ავტორმა კლუბელებს დაგვიტოვა ავტოგრაფები და შეხვედრის იმედი.

ძიება