ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

მასტერკლასის ლიტერატურული კლუბის "ლიტერპოლოსა" და პირველი საჯარო სკოლის კინოკლუბი "სინემას" ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი დასასრულისკენ მიდის. კლუბის წევრებმა პერიოდულ შეკრებებზე სამუშაოების რამდენიმე ეტაპი გაიარეს. ჯერ შესაკერი ჩანთების მასალა შეარჩიეს, შემდეგ მასზე დასატანი ორნამენტები და ის ფრაზები, რომლებიც წიგნებიდან ან ფილმებიდან აიღეს. მომდევნო ეტაპი კი საღებავების მობილიზება და მათი ხელით მოხატვა-გაფორმება იყო, რაშიც

ფასილიტატორობას ხელოვნების მასწავლებელი, ნინო კახიძე უწევდა.

ორი კლუბის მიერ შექმნილი ჩანთები მალე გასაყიდად გავა ბაზარზე, რომლის თანხითაც წიგნებს შევიძენთ და ონარიას სკოლას გადავცემთ.

ძიება