ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

22 მარტს მასტერკლასის ლიტერატურულ კლუბში კინოჩვენება გაიმართა. ქართველი რეჟისორის შედევრების ჩვენებას, რომელიც ბსუ კინოკლუბში დაიწყო, ამჯერად მასტერკლასმა უმასპინძლა. "გიორგობისთვე" კლუბის წევრებს ბსუ პროფესორმა გიორგი მასალკინმა წარუდგინა. ლიტკლუბის სტუმრები იყვნენ, ასევე, პირველი საჯარო სკოლის კინოკლუბ "სინემას" წევრები. აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბის წევრთაგან მხოლოდ ერთმა ნახა ფილმი მეორედ. სხვა დანარჩენისთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება და ფილმში არსებული პრობლემები თანამედროვეობის ჭრილში განიხილეს.

ძიება