ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

ლიტერატურულ კლუბ "ლიტერპოლოს" დღევანდელ შეხვედრას მე-16 საჯარო სკოლის ლიტკლუბის წევრები და ხელმძღვანელი ია კუპრაძე სტუმრობდა. ვინაიდან ჩვენი კლუბები, მემორანდუმის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ერთმანეთს გამოცდილებასა და მოსაზრებებს უზიარებენ, ამჯერად, მასტერკლასელებმა სტიუარტ ფოსტერის წიგნის განხილვაზე მოიწვიეს მეგობარი კლუბელები. "ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოხდეს" ლიბერთინის რჩეული წიგნია. იგი პრეზენტატორებმა, ლილე დიასამიძემ და ანა ბაბილოძემ გააცნეს აუდიტორიას. მათ ამომწურავად ისაუბრეს სიუჟეტზე, თემაზე, მთავარ სათქმელზე, პრობლემებზე, გზავნილებსა და წიგნის მთავარი ღირსებაზე.

დისკუსიაში სტუმრებიც ჩაერთვნენ.

პრეზენტატორების შეფასებით, ეს წიგნი უნდა წაიკითხონ მშობლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, რათა აიმაღლონ ცნობიერება იმ დაავადების შესახებ, რაც დიდ პრობლემას უქმნის პერსონაჟსა თუ მის გაშემომყოფთ. ასევე, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რა მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების გულისხმიერი დამოკიდებულება მოწყვლადი ადამიანების მიმართ.

ძიება