ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"
ლიტერატურულ კლუბ "ლიტერპოლოს" მეორე სემესტრის პირველი შეხვედრა პროსპერ მერიმეს "კარმენს" დაეთმო. შესანიშნავმა წარმდგენებმა, კლუბის წევრებმა, ნინი დიასამიძემ და ელენე ლომაძემ ვრცლად ისაუბრეს ავტორზე, ნაწარმოების ისტორიაზე, მოტივებზე, მხატვრულ ჩარჩოსა და იდეურ ასპექტებზე.
ასევე, ნახეს დოკუმენტური ფილმი საქართველოში მცხოვრები ბოშების შესახებ.
გამართული დისკუსიაში ყველა ჩაერთო, რომელშიც მთავარი თემა იყო კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ბოშათა თემის საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი.
ლიტკლუბის ხელმძღვანელი: ნადია გუნდაძე.