ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"
"ლიტერპოლო" თავის გამოცდილებას უზიარებს
ორ კლუბს შირის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის ლიტკლუბ "ლიტერპოლოს" წევრები და მეათეკლასელები მე-16 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. ამ სკოლის ლიტკლუბ "სამანის" წევრებმა მასტერკლასელი მოსწავლეები გამოცდილების გასაზიარებლად მიიწვიეს. განსახილველი წიგნის -- კამიუს "უცხოს" ირგვლივ გამართულ დისკუსიაში ორივე სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ და მოდერატორობაც ორივე სკოლის ლიტკლუბის ხელმძღვანელებმა ----ნადია გუნდაძემ და ია კუპრაძემ გაინაწილეს. აქტივობა ხელს უწყობს თანამშრომლობითი, კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებას.