ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

ლიტერატურული კლუბი "ლიტერპოლო" ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკაში

სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის ლიტკლუბის წევრები ბათუმის ა. წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის სავაბშვო განყოფილებას ეწვივნენ,

სადაც ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის ,,ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება- განხილვა გაიმართა.

ქართული ენისადმი მიძღვნილ ფილმში ასახულია კლარჯეთის „ათორმეტ სავანეთა“ მხარის წარსული და თანამედროვეობა. ქართველებისა და ქართული ენის მდგომარეობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში - ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.

ფილმი შედგება სამი ნაწილისგან: I. ჭოროხის ქვეყანა; II. ათორმეტნი; III. ბედის ბორბალი ქართველთათვის.

ფილმში გამოყენებულია 2005-2018 წლების სამეცნიერო ექსპედიციების საველე ვიდეომასალა. პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეოარქივი.

დასასრულს ფილმის ავტორმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს

ძიება