ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის ლიტერატურული კლუბი ლიტერპოლო თანამედროვე ავტორს მასპინძლობდა. მარიამ გურგენიშვილი კლუბის მოწვევით ჩამოვიდა. იგი ახალგაზრდა ავტორია, მისი "მარგალიტები" პალიტრა ელის პროექტის -- "გახდი ბესტცელერის ავტორი" -- ნომინანტი და ჟიურის რჩეულია. კლუბის წევრებმა წიგნის პრეზენტაციისას ვრცლად ისაუბრეს მასში წამოჭრილ პრობლემებზე -- მოტაცება, მოზარდობის სირთულეები, ბულინგი, სოციალური შეჭირვება, ოთხმოცდაათიანების მძიმე პერიოდი და ომი. ავტორთან შეხვედრა მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად, სამოტივაციოც იყო, -- ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოპოვებული დიდი წარმატება კლუბელებისთვის წამახალისებელი აღმოჩნდა. გაიმართა ავტორთან დიალოგი, ისაუბრეს ქალი პერსონაჟისა და კაცი პერსონაჟის შექმნის სირთულეებზე ავტორის სქესიდან გამომდინარე, პროტოტიპებზე, წერის ინდივიდუალურ სტრატეგიებზე და მმომავალ გეგმებზე. მოსწავლეების შეკითხვებს ასევე პასუხობდა სტუმრად მყოფი ახალგაზრდა ავტორი გოდერძი გორგილაძე. მემორანდუმის ფარგლებში შეხვედრას ესწრებოდნენ მე-16 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრები და ხელმძღვანელი ია კუპრაძე.

ძიება