ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუკბი "ლიტერპოლო"

სკოლა - ლიცეუმ მასტერკლასის X კლასის მოსწავლეებმა ალბერ კამიუს ლიტერატურული ნაწარმოები "უცხო" განიხილეს. საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობა, მოუქნელი სასამართლო სისტემა, გულგრილობა, აბსურდის თეორია, -- ეს იყო თემები, რომლის ირგვლივ წარიმართა საუბარი. ნაწარმოები ფილოსოფიური კონტექსტი მიმოიხილა მოწვეულმა სტუმარმა, ფილოსოფოსმა, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მასალკინმა. აღინიშნა, რომ ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემები აქტუალობას არ კარგავს, ლიტერატურამ კი გარკვეული მზაობა გაუჩინა მოსწავლებს რეალურ ცხოვრებაში მათ გასამკლავებლად. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნადია გუნდაძე. კოორდინატორი: ნანა ზენაიშვილი.

ძიება