ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუბი „ლიტერპოლო“

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ლიტერატურული კლუბის  სტატუსი და წევრობა

სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასის  ლიტერატურული  კლუბი ,,ლიტერპოლო წარმოადგენს სკოლასთან არსებულ და სკოლის  ბაზაზე  დაფუძნებულ არაფორმალური განათლების  სტატუსის მქონე ორგანიზაციას,რომელშიც გაერთიანებული არიან მხატვრული ლიტერატურითა და შემოქმედებითი საქმიანობით  დაინტერესებული მოსწავლეები. ლიტერატურული კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მერვე-მეათე კლასის მოსწავლე, რომელიც  გაერთიანდება სამოტივაციო განცხადების საფუძველზე, რომელსაც მშობელთან ერთად წარმოადგენს. კლუბის წევრი მონაწილეობას იღებს კლუბის წესდების ფორმირებაში და სამოქმედო გეგმის შედგენაში, პროგრამის მოდიფიკაციაში.

  2.  კლუბი საქმიანობა ეფუძნება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს.

3. კლუბი სარგებლობს სკოლის მატერიალური ბაზით და მის კონტროლს ახორციელებს სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. კლუბს აქვს წესდება, დევიზი __ ლიტერატურა ცხოვრების რეპეტიციაა, გვერდი სოციალურ ქსელში 

კლუბის წევრების უფლებები და მოვალეობები

კლუბის წევრი მოსწავლის უფლებების უზრუნველყოფა განსაზღვრულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. სკოლა ვალდებულია  დაიცვას მათი უფლებები და თავისუფლება, არ შეზღუდოს მათი ქმედება მათი უფლებების დასაცავად.

კლუბის წევრს ევალება იყოს პასუხისმგებლიანი კლუბის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, იყოს კორექტური და პატივი სცეს სხვის აზრს, იზრუნოს სამოქმედო გეგმის ყველა პუნქტის განხორციელებაზე.

 კლუბის შემადგენლობითი სტრუქტურა

კლუბს ხელმძღვანელობს მასწავლებელი, რომელიც თანამშრომლობს  მშობლებთან.

 კლუბს   ჰყავს  3 ლიდერი მოსწავლე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საორგანიზაციო საკითხებზე.

      კლუბის ხელმძღვანელი ნებაყოფლობითი აქტივობაა, რომელიც შეთანხმებულია სკოლის დირექტორთან და სამეურვეო საბჭოსთან.

კლუბის ლიდერი მოსწავლეები არჩეულნი არიან კლუბისწევრთა  მიერ 1 წლის ვადით.

ლიდერი მოსწავლეების ფუნქციები:

ა. ორგანიზებას უწევს კლუბის წევრების მობილიზებას ღონისძიებებისა და შეხვედრების ეფექტური წარმართვისთვის.

ბ. ზრუნავს კლუბის სივრცის ტექნიკური უზრუნველყოფის გასამართავად;

გ. მედიაციას ახორციელებს კლუბის წევრებსა და ყველა იმ პირს შორის, ვინც დაკავშირებულია კლუბის ღონისძიებებთან.

დ. უზრუნველყოფს ვებგვერდს ფოტო და ვიდეო მასალით.

კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის ფუნქციები :

ა) წლის განმავლობაში უზრუველყობს კლუბის წარმატებულ საქმიანობას;

ბ) წინასწარ ათავსებს სკოლის ვებგვერდზე განცხადებას კლუბის ფუნქციონირების შესახებ, აქვეყნებს  კლუბის სახელწოდების, საქმიანობის, წესდების, სამუშაო გეგმის შესახებ ინფორმაციას და განცხადების ფორმას კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

გ) საკლუბო ბუშაობის პერიოდში ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად აქვეყნებს კლუბის აქტივობების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალასა და ინფორმაციას.

დ) საკლუბო მუშაობის დასასრულს წარადგენს რეფლექსიას კლუბის საქმიანობის შესახებ, __ შეძლო თუ არა კლუბის საქმიანობამ მიზნის მიღწევა, რა მოხერხდა და რა ვერ განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში

ე) საკლუბო მუშაობის პერიოდში სკოლის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში ატვირთავს კლუბის მუშაობის ამსახველ მასალას;

ვ) კლუბის მუშაობის დასრულებისას წარმოადგენს  რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:

ა)  მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;

ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;

გ) რა უნარები განუვიტარდათ და რა სარგებელი მიიღეს კლუბის წევრებმა;

დ) რა მიმართულებით საჭიროებს კლუბი გაუმჯობესებას;

ე) მუშაობის პერიოდში გახდა თუ არა საჭირო გეგმისა და პროგრამის მოდიფიცირება:

რა უნდა  გაითვალისწინოს მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.

მუხლი 2.  მიზნებიფუნქციები ,  საქმიანობა

 

ლიტერატურული კლუბის მიზნები და ამოცანები:

ლიტერატურის პოპულარიზაცია;

მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესისა  და ლიტერატურული გემოვნების გაზრდა;

მშობლიური  და მსოფლიო ლიტერატურის მიღწევებისა და  სიღრმეების ზიარება;

აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;

სალონური ტიპის საღამოების ჩატარება;

მწერლებთან შეხვედრა, დისკუსია;

კონკურსების ორგანიზება;

ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება;

საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;

კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი. 3 კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს შეუწყობს:

კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;

მზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას;

პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;

კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას;

პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას;

დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას.

  მუხლი 3. ლიტერატურული კლუბში განხრციელდება

წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება;

ლიტერატურასთან  დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

ლიტერატურასთან დაკავშირებული ვიდეო და აუდიო მასალის დამუშავება:

თანამედროვე ავტორებტან შეხვედრები და ლიტერატურასთან არსებული პრობლემების ირგვლივ დისკუსია;

წაკითხული წიგნების პრეზენტაცია,

ცნობილი წიგნების  ეკრანიზაციების მიმოხილვა;

კლუბის წევრ მოსწავლეთა შემოქმედების გამოფენა/

 

მუხლი 4. ლიტერატურული კლუბის წევრობა

ლიტ. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს;

წევრობა არის ნებაყობლობითი და კლუბის წევრი შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეც;

ლიტერატურული კლუბის წევრს უფლება აქვს:

ა)  მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში და ღონისძიებებში;

ბ)  ისარგებლოს კლუბის ყველა რესურსით;

კლუბის სამუშაო გრაფიკი

ა) კლუბი იკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ.

გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

 

 

                                         

  კლუბის სამოქმედო გეგმა

პროექტები: ა)მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვა, გარჩევა-ანალიზი;

                      ბ)წიგნები ავტორებთან ერთად;

შემოქმეებითი საღამო ( ესე, ლექსი, ჩანახატი…)

საქველმოქმედო ღონისძიება_ ლიტერატურული საღამო შშმ პირებისთვის „თავისუფალ სივრცეში“

 კონკურსები;

დისკუსია;

პროექტი ქალაქის ფარგლებში: ექსკურსია ლიტერატურული ბათუმი;

ვიზიტები მუზეუმებში: ბათუმის ი. ჭავჭავაძის მუზეუმში:

ვიზიტი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში _  „ბიბლიოთეკა და თანამედროვე ბავშვები“

 

 

 

 

კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი : ნადია გუნდაძე

 

ძიება