ლიტერატურული კლუბი

სოსო სტურუას მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის "სანდონრაეს" საპრემიერო ჩვენება მასტერკლასში

სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასში ბათუმელი რეჟისორის სოსოს სტურუას მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის _ სანდონრაეს-- საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ფილმის სახელწოდება აბრევიატურის _ სდრ -ს (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) გაშლილი ფორმაა (სან-ი, დონ-ი და რაე) და მასში ასახულია საქართველოს ისტორიის ერთი მონაკვეთი __ 1917-1921 წლები საშინაო და საგარეო მდგომარეობით. ფილმზე მუშაობა ახლახან დასრულდა. მისი ფორმატი კრეატიულია, __ ისტორიის მნიშვნელოვან ქრონიკებს საინფორმაციო გამოშვების წამყვანები და ჟურნალისტები გვიყვებიან. ფილმის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ მოდელირებული გადაცემის გუნდს მოსწავლეები წარმოადგენენ და პირდაპირი ჩართვებით „ცხელი“ წერტილებიდან გვაწვდიან ცნობებს.

ფილმის ნახვის შემდეგ მასტერკლასელებმა თავიანთი ემოციები და შთაბეჭიდილებები გაუზიარეს რეჟისორს. ცალსახად გამოიკვეთა აზრი, რომ ამ ფორმით მოწოდებული ინფორმაციის აღქმადობის ხარისხი უფრო მაღალია და პროცესი კი მარტივი.

სტუმარმა, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შიომ (პაიჭაძე) აღნიშნა, რომ თუ ერის ისტორიის ცოდნის აუცილებლობას ვაცნობიერებთ, ისისც უნდა გვესმოდეს, რომ მომავალ თაობას სიახლეები შევთავაზოთ.

მოსწავლეება რეჟისორს გაანდეს, რომ თავადაც სიამოვნებით ჩაერთვებიან მსგავს პროექტში.

ძიება