უცხოური ენების კლუბი

ინგლისური ენის კლუბი "მომავალი ორტორები"

დებულება

შპს სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი V კლასის ბაზაზე აფუძნებს ინგლისური ენის  კლუბს  მომავალი ორატორები “. კლუბის მიზანია გაუღვივოს  მოსწავლეებს ინგლისური ენის მიმართ ინტერესი, გაუღრმავოს მათ ცოდნა  და დაეხმაროს

 სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებაში. კლუბური მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარების, ფანტაზიისა და შემოქმედებითი პოტენციის სტიმულირებას და  ენობრივი კომპეტენციის გაღრმავებას. შეხვედრები იქნება მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული.

კლუბის მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები

ზოგადი დებულება

კლუბი დაფუძნდება V კლასის ბაზაზე, მასში გაერთიანდებიან საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები, კლუბის მუშაობა დაიწყება 2022 წლის მარტიდან, მისი მუშაობა წარიმართებაზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის გათვალისწინებით.

კლუბს აქვს წესდება და გვერდი სოციალურ ქსელში.

კლუბის წესდება

კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი.

კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის V კლასის ინგლისური ენით დაინტერესებულ მოსწავლეებს.

კლუბის ყველა წევრის შეკრებებზე დასწრება სავალდებულოა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).

კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში.

კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება.

კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა, თუ ის არ დაიცავს კლუბის წესდებას, არ შეასრულებს ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებებს, არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.

კლუბის მიზნები და ამოცანები

ინგლისური ენის გაღრმავება და ენის შესწავლისთვის აუცილებელი უნარების  წარმოჩენა, განვითარება. ( ფოკუსირება სალაპარაკო უნარ-ჩვევაზე)

კოგნიტური  უნარების გავარჯიშება

მოსწავლეებში სოციალური უნარის -  თანამშრომლობის, გუნდურობის, ტოლერანტობის  გაღრმავება.

კლუბში გაწევრიანება

კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.

სამიზნე ჯგუფი - V კლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა - არანაკლებ 10 მოსწავლისა.

კლუბის წევრობის მსურველმა უნდა შეავსოს გასაწევრიანებელი ანკეტა.

კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგის, საგნის პადაგოგის და მშობლის მიერ.

კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში.

კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე და როდესაც ის დაარღვევს წესდების პუნქტებს.

კლუბის მუშაობის სტრუქტურა

კლუბი შედგება არანაკლებ 10 მოსწავლისაგან.

საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი.

კურატორი მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლუბს ერთი სემესტრის განმავლობაში.

კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის კლუბის მონაწილე წევრების და კურატორი მასწავლებლის მიერ დათქმულ რიცხვში.

კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია თვეში ორჯერ პარასკევობით 1,5 საათით.

კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა

ინდივიდუალური

ჯგუფური

კურატორ-მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა

საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

კლუბის სახელწოდება

კლუბის წესდება

კლუბის სამუშაო გეგმა

განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

საკლუბო მუშაობის პერიოდი

კლუბის მუშაობა განხორციელდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში.

სამიზნე ჯგუფი - Vკლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა - მინიმუმ 10 მოსწავლე.

კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა.

კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგისა და კათედრის პედაგოგის მიერ.

კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობის შესახებ.

კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის საქმიანობაში.

კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს.

 

კლუბში გაერთიანების მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა . დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ დირექციას ან / კლუბის ხელმძღვანელს - ნათია ფანჩულიძეს.

განცხადების ფორმა იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე, ან მოიკითხეთ კლასის კოორდინატორთან.

ძიება