ღონისძიებები

სწავლა დაიწყო

ჩემო საყვარელო, უკვე პირველკლასელი ხარ... ეს დღე შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, რადგან იწყება ახალი ცხოვრება...ეს სამყარო უფლის უსასრულო ტაძარია, სადაც ღვთის შემეცნებაში, ინტელექტის შეძენაში, სამყაროს მშვენიერების აღმოჩენაში, ყოველთვის შენი ,,მასტერკლასი“ დაგეხმარება...
ჩემო პატარა, უნდა იცოდე, რომ ყველა ადამიანს შემოქმედმა ტალანტი მისცა, მას გამრავლება და სასიკეთოდ გამოყენება სჭირდება... ეს სამყარო გახვევია,რომელიც სავსეა სასწაულებითა და მშვენიერებით.სწორად რომ წარიმართოს შენი ცხოვრების ბილიკები, ჩვენ უნდა მოგვენდო...
შენში მეოცნებე ადამიანის სულია, სულს კი ახალი სივრცეები სწყურია... ჯერ მცირედი გაგაჩნია, მოსახვეჭელი კი ძალიან ბევრი და საინტერესოა...უნდა გიყვარდეს ღმერთი. მოყვასი, სამშობლო, დედამიწაზე უნდა ეძებდე სიკეთეს, სილალამაზეს, ბედნიერებას, უფრო მეტი უნდა გასცე, ვიდრე მიიღო... ესაა ყველაზე დიდი განძი, რასაც ამ ქვეყნად ადამიანი შეკრებს...ჩვენი იმედი გქონდეს... ცოდნის, რწმენის, ღმერთის შეცნობის გზაზე, არასოდეს მიგატოვებთ... ჩაგვჭიდე პატარა ხელი, ერთად მოვიაროთ ეს უთვალავფერებიანი სამყარო, ვიქნებით შენი საუკეთესო და მოსიყვარულე მეგობარი, რომლის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს... ჩვენთან ერთად კი წინ საინტერესო და მშვენიერი წლები გელის!!!
შენი მეგობარი სკოლა - ლიცეუმი მასტერკლასი

ძიება