მოსწავლეთა მეორე რეგიონალური კონფერენცია 2024
ბაჩი თავართქილაძემ მოსწავლეთა რეგიონალურ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარსულსა და თანამედროვეობაში".
ნაშრომის რეზიუმე: რას გულისხმობს გეოპოლიტიკაში ტერმინი „მოკავშირეობა“? „მოკავშირეობა“ აღნიშნავს ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის კავშირს, რაც მოიცავს ურთიერთ დახმარებას ფულადი ან სხვა რესურსით. თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლის ნიკოლო მაკიაველის განმარტებით მოკავშირეები ერთმანეთს ირჩევენ პოლიტიკურ-ეკონომიკური ხედვების მიხედვით ან საერთო მტრის დასამარცხებლად ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსის უინსტონ ჩერჩილის შენიშვნით „პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობენ მუდმივი ინტერესები“. ჩვენ საგანგებოდ ავირჩიეთ პოლიტიკური მოკავშირეობის კვლევისთვის ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები შუა საუკუნეების ისტორიიდან და საქართველოს უახლოესი ისტორიიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მოხსენების მიზანია ისტორიული ანალოგიების მეშვეობით განისაზღვროს „ქართული პოლიტიკური აზროვნების“ ტრადიცია. ორივე სახელმწიფო საქართველოსთან მოკავშირეობისას იყო (აშშ არის) განვითარების მაღალ საფეხურზე. ბიზანტია თავისი არსებობის მანძილზე მოქმედებდა ქრისტიანული ღირებულებების დაცვის სახელით, ხოლო თანამედროვეობაში ამერიკა ის ზესახელმწიფოა, რომელიც მოქმედებს დემოკრატიის დაცვის სახელით. ამ ორი სახელმწიფოს მაგალითზე შევეცდებით წარმოვაჩინოთ ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორია და ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური მოკავშირეობის ძირითადი მახასიათებლები.
ნაშრომის ხელმძღვანელი: გიორგი ქავთარაძე
მოსწავლეთა მეორე რეგიონალური კონფერენცია 2024