მოსწავლეთა მეორე რეგიონალური კონფერენცია 2024
ნინი ჭელიძემ მოსწავლეთა რეგიონალურ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: რა არის სახელმწიფო? საჭიროა თუ არა მისი არსებობა?
ნაშრომის რეზიუმე: თანამედროვე ეპოქაში მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს შექმნას სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფო. ამისთვის იბრძვიან ქვეყნები, ერები, ადამიანები. ცნობილი სოციოლოგი მაქს ვებერის მიხედვით სახელმწიფო არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია გარკვეულ ტერიტორიაზე ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება. მიუხედავად ამისა ხშირად ისმის კითხვა: რაში გვჭირდება სახელმწიფო?! რა საჭიროა მოვექცეთ იმ მძლავრი მარწუხების ქვეშ, რომელსაც სახელმწიფო გვიწესებს?! სახელმწიფოს შექმნისა და შენარჩუნების მცნებასთან ისე არავინ, არასდროს მიახლოებულა, როგორც პლატონის ,,სახელმწიფო“. ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა დაგვიხატა იდეალური სახელმწიფოს მოდელი, რომელსაც ვერცერთი ეპოქის სწავლულებმა ვერ აუარეს გვერდი. ,,ანტიკური კულტურის მიხედვით თავისუფალი ადამიანის წინაშე ორი ღირსეული გზა იყო, მას უნდა ეცხოვრა ან ჭვრეტითი (ფილოსოფიური) და ან ქმედებითი (პოლიტიკური) ცხოვრებით“. იმ დროისთვის პოლიტიკური ცხოვრება ნიშნავდა ომის დროს ომში მონაწილეობას, ხოლო მშვიდობიანობისას ქალაქის მართვას და კანონების შემოღებას. რა თქმა უნდა მაშინაც არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები სახელმწიფოს არსებობასთან დაკავშირებით და კიდევ მრავალი ფაქტორი რაც საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს თვითმყოფადობას. დღეს ეს პრობლემები უფრო ფართო გახდა, ვინაიდან თანამედროვე გლობალური გარემო, თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა (ღია ბაზარი) უფრო მეტ კითხვებს აჩენს ცალკეულ სახელმწიფოებთან მიმართებაში.
ნაშრომის ხელმძღვანელი: გიორგი ქავთარაძე
მოსწავლეთა მეორე რეგიონალური კონფერენცია 2024