ღონისძიებები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო! წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლა ლიცეუმ მასტერკლასში გაიმართა ღონისძიება. მე-11ბ კლასის მშობლების მონაწილეობით განხორციელდა მხატვრული ლიტერატურის წარდგენა ,ამონარიდების ხმამაღლა კითხვა და დისკუსია მე-10 და მე-11 კლასელებთან. მშობლებმა: თამარ ლომთაძემ,თეონა კეშელავამ და ნინო ნინუამ ბავშვებს წარუდგინეს და ამონარიდები წაუკითხეს ნაწარმოებებიდან: მალალა იუსაბზაი ,,მე ვარ მალალა". ,პაულო კოელიო ,,ალქიმიკოსი" და ხალიდ ხოსეინი ,,ფრანით მორბენალი". ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.მადლობა ჩვენს მშობლებს ამ სიხარულისთვის!

კოორდინატორი - ნათია უკლება

ძიება