მულტიპლიკაციური ფილმების განხილვა ,,აპოლო-"ში
3 ნოემბერს კინოთეატრ "აპოლო"-ში მოეწყო მულტიპლიკაციური ფილმების განხილვა.
I-II კლასელებმა ფართო ეკრანზე ნახეს
ქართული ანიმაციები:
,,გოგონა და ბატი'';
,,სამი თევზი'';
,,მაშველი ძაღლი'';
,,გოგონა და დელფინი''.
ფილმების დასრულების შემდეგ მოეწყო განხილვა რომელიც საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს მოსწავლეები გააზრებულად პასუხობდნენ .
ღონისძიების მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ქცევის წესების ფორმირება,ყურადღების მობილიზება,კითხვაზე შესაბამისი პასუხის საზოგადოებაში დაფიქსირება,სხვისი მოსმენის კულტურა.ამ დღით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.