XI გ კლასის მოსწავლეების პროექტი "ერთად დავეხმაროთ ჩვენს მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს"
სამოქალაქო-სოციალური პროექტი სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასში.
XI გ კლასის მოსწავლეების პროექტი
"ერთად დავეხმაროთ ჩვენს მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს"
მოსწავლეებმა გააფერადეს ბათუმი.
ყველა ოჯახში და სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ის, რომ "უფალმა სამყაროში სიყვარულის ცოცხალი ელემენტები, ფლორის და ფაუნის სახით მოგვივლინა"
ბავშვები 3 კვირის განმავლობაში თავს არ ზოგავდნენ, რომ სიკეთე ეკეთებინათ მათი თანატოლების სამაგალითოდ. ღამის თენების, დიდი შრომის და უდიდესი ძალისხმევის შედეგად აქტივობა შედგა.
- მადლობა ქ. ბათუმის, წმ. ბარბარეს სახელობის, ტაძრის წინამძღვარ #მამაშიოს დახმარებისთვის, რომელიც მთელი აქტივობის განმავლობაში გვერდით ედგა ბავშვებს, მოძღვრავდა და მათთან ერთად ფიზიკურად შრომობდა.
- მადლობა სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ ნოვა • NOVA _ს, რომელმაც ბავშვებს სრულიად უანგაროდ და უსასყიდლოდ გადასცა ყველა საჭირო მასალა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს ასეთი ჩართულობისა და საინტერესო სამოქალაქო აქტიურობისთვის.