სკოლა- ლიცეუმ მასტერკლასის მოსწავლეთა მე-16 კვლევითი, შემოქმედებითი კონფერენცია
სკოლა- ლიცეუმ მასტერკლასის
მოსწავლეთა მე-16 კვლევითი, შემოქმედებითი კონფერენციის ფინალური ტური.
პირველ ტურში წარმოდგენილი იყო 92 თემა, 6 საგნობრივი კათედრიდან.
92 თემიდან ფინალურ ტურში გადავიდა 21 თემა.
კონფერენციის გამარჯვებული თემები:
I ადგილი - სანდრო ჩოგაძე / ნინი ჭელიძე, თემა- ბათუმის , თვითმმართველი ქალაქის, ისტორიიდან - ივანე ანდრონიკაშვილი ( ისტორია, მასწავლებელი ნატალია ტრაპაიძე);
II ადგილი - ეკატერინე ბეჭვაია, თემა- საკუთარი თავის მიღება - Self - acceptance ( ინგლიური ენა, მასწავლებელი სოფო ირემაძე);
III ადგილი- მარიამ შავაძე /სანდრო ჩოგაძე , თემა -პანდემიის გავლენა ტურიზმის სექტორზე ( მათემატიკა , მასწავლებელი ქეთევან დონდოსი);
III ადგილი - მარიამ აბაშიძე , თემა- ტოტალიტარიზმი ლიტერატურაში ( ქართული ენა და ლიტერატურა, მასწავლებელი ნადია გუნდაძე).
წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი საინტერესო , კვლევითი და შემოქმედებითი ხასიათის ნაშრომი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ, რომლებმაც მოიპოვეს საგზური მომავალი ეროვნული ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა კონფერენციისთვის.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.