სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი გიორგი ლობჟანიძეს მასპინძლობდა.
სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი გიორგი ლობჟანიძეს მასპინძლობდა. აღმოსავლეთმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი და პოეტი სკოლის ლიტერატურული კლუბის „ლიტერპოლოს“ მოწვევით ჩამოვიდა. კლუბის პროექტი კულტურათაშორისი სწავლების კომპეტენციის განვითარების მიზნების ფარგლებში მიმდინარეობდა. ექსპერტის ვიზიტს წინ უძღოდა კომპლექსური აქტივობები, რაც არმოსავლური კულტურის პოპულარიზაციას, კერძოდ, სუფიზმის გაცნობას ისახავდა მიზნად.
ლიტკლუბელებმა პროექტის ფარგლებში ნანახი ფილმებისა და წაკითხული ლიტერატურის
მიმოხილვის შემდეგ ჯალალედინ რუმის „არსთა მესნევის“ შესახებ მათეული შთაბეჭდილებები გაუზიარეს მთარგმნელს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გიორგი ლობჟანიძემ ისაუბრა სუფიზმზე, „არსთა მესნევის“ თარგმანზე, „ვეფხისტყაოსნისა“ და სუფიზმის იდეურ კვეთაზე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მასალკინი და ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა შიო (პაიჭაძე), შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული მშობლები.