სოციალური პროექტი
სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მოსწავლეებმა სოციალური პროექტის ფარგლებში, გადაწყვიტეს გაუზიარონ თანაკლასელებს თავიანთი გამოცდილება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით: ეკოლოგია, ეთიკა, ხელოვნება, მეცნიერება, ლიტერატურა. მოსწავლეების არჩევანი მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ანრი შავაძემ გადაწყვიტა გიტარაზე დაკვრა ესწავლებინა მეგობრებისათვის. ანდრო შოთაძემ ასტრონომიურ სამყაროში ამოგზაურა თანატოლები. ანდრია ნინუამ კი კულინარიაში მოსინჯა შესაძლებლობები, შეფმზარეულის ფორმა მოირგო და ტკბილი დესერტის მომზადების მასტერკლასი ჩაუტარა მეგობრებს.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მიუსაფარი მოხუების გახარება, მათ სახლიდან წამოღებული სურსათ-სანოვაგითა და თავიანთი ხელით მომზადებული ტკბილეულით გაახარეს საყვარელი მოხუცები. ეს პროექტი, რასაკვირველია, არ იქნება ერთჯერადი, მას ბევრი მიმბაძველიც გამოუჩნდება, რადგან ,,სიკეთე გადამდებია’’
მე-9 კლასის მოსწავლეებმა ამ სემესტრში გადაწყვიტეს ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა და მათი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. მათ დაასუფთავეს ჩვენი ქალაქის სანაპირო ზოლი.
მადლობა ჩვენს შემოქმედებით გუნდს, ნიჭიერ მოსწავლეებს და მშობლებს!