What, Where, When - რა? სად? როდის?
ინგლისური ენისა და ისტორიის ერთობლივი პროექტი
"What, Where, When"- A Joint Project of English Language and History Courses - 4 და 5 მაისს სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასში ინგლისური ენისა და ისტორიის საგნების ინტეგრირებული პროექტი “რა?სად?როდის?" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
? რომელი მეფეა მოხსენებული არმაზის ბილინგვაში? რას აღნიშნავდა სკეპტუხია ეგრისის სამეფოში? რას ეწოდება დარანი? - ასეთ საინტერესო კითხვებს ჩვენმა მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოუსმინეს, გაიაზრეს, გუნდებში განიხილეს და პასუხებიც ამავე ენაზე დაგვიბრუნეს.
როგორი იყო ოთხრაუნდიანი თამაშები, რომლებიც სხარტ აზროვნებასა და სისწრაფეზეა? რა თქმა უნდა მასტერკლასური-შემეცნებითი, ინფორმაციული, სახალისო და ხანდახან ხმაურიანი.
მადლობა მოსწავლეებს მონაწილეობისთვის.
მადლობა აღმზრდელობითი დარგის მენეჯერ თეა კუკულაძეს ორგანიზებისთვის, მადლობა ინგლისური ენის მასწავლებელ გიორგი ჭანიძეს შესანიშნავი წამყვანობისათვის, მადლობა კოორდინატორებს:გვანცა ცუცქირიძეს, ლალი პაიჭაძეს, მაია გოგიტიძეს, ნათია ჩხრნკელს, ხათუნა ბაქრაძეს, თინა მიქაშავიძეს, ნათია ქონიაძეს, თვითმმართველობის თავმჯდომარე საბა სირაძეს, საქმეთა მმართველ თამუნა ხუხუნაიშვილს და ინგლისური ენის მასწავლებლებს: ნათია ფანჩულიძეს და ლელა გოლიაძეს ჟიურიში აქტიური თანამშრომლობისათვის.
მადლობა ბათუმის აკაკი წერეთლის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეს მასპინძლობისთვის.,,