ისტორიის ფერთამეტყველება
სასკოლო პროექტში ,,ისტორიის ფერთამეტყველება" VII-VIII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანი განვლილი, პროგრამული მასალის დახატვა და ამ მეთოდით, მოსწავლის თვალით დანახული ეპოქის გააზრება იყო. ,,სწავლა კეთებით" წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. პატარა მხატვრებმა სხვადასხვა ეპოქის შესახებ შესანიშნავი კომპოზიციები შექმნეს და პრეზენტაციებიც წარადგინეს. კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: VIII კლასი - დათუნა დუმბაძე, VII/I კლასი - ანდრია მათითაიშვილი,ნინია მარდალეიშვილი. VIII/II კლასი - ირაკლი ბაბილოძე,ბექა გვიანიძე. ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი, ხოლო გამარჯვებულები წიგნებით დაჯილდოვდნენ.