ღონისძიებები

"დროში დაკარგული ნივთები"

სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო მასტერკლასის პროექტში ,,დროში დაკარგული ნივთები, რომლებმაც დაწერეს ისტორია”. მართლაც, სად გაქრა სფიგმომანომეტრი, ფილატელისტის მარკები, მონეტები, კლარნეტი, ჭრაქი, სამოვარი, გრამოფონი, პატიფონი, ფირსაკრავი, გუგუმი, კარდალი, რედიკული, პომპადური, კლეფსიდრი, თხისურები და სხვა, უამრავი ნაცნობი საგანი? ჩვენმა მშობლებმა დროში მივიწყებული ეს ნივთები ოჯახებიდან მოგვაწოდეს. მოსწავლეებმა მუზეუმის გიდის როლი მოირგეს და სლაიდ-პრეზენტაციებით, საინტერესო ისტორიების მოთხრობით, ნამდვილ მუზეუმად აქციეს მასტერკლასის მე-6 სართული. დიდი მადლობა კოორდინატორებს, მშობლებსა და ჩვენს მოსწავლეებს პროექტში აქტიურად ჩართვისთვის. იმედი გვაქვს, ისტორიის უფრო სიღრმისეული წვდომისა და გაგებისთვის, მუზეუმებით დააინტერესებისთვის ჩვენს მოსწავლეებს განხორციელებული სასკოლო პროექტი დაეხმარება და შთააგონებს.

ძიება