სამოქალაქო განათლების კლუბი

სამოქალაქო კლუბი „ ალტრუისტი “

მიმდინარე წლის 8 მარტს, ქალთა კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბი „ალტრუისტი“ ეწვია მოხუცებულთა ბათუმის (ურეხი)მიუსაფართა თავშესაფარს . ბენეფიციართა შორის , უმცირესობას ქალბატონები წარმოადგენენ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოხუცებს, ნუგბარით სითბოს, სიმღერის, პროზის, პოეზიისა და ცეკვის ერთსაათიანი ღონისძიება აჩუქეს. ხანდაზმულებმა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს ბავშვების მიმართ. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფარში ვიზიტი ტრადიციად იქცეს.

ძიება