იმიტირებული სასამართლო პროცესი
მიმდინარე წლის, 2022 წლის იანვრიდან, სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის სამოქალაქო კლუბმა „ალტრუისტმა“ დაიწყო მოსწავლეთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მონაწილე კლასების შესარჩევი ტურის შემდეგ, საიას, აჭარის ფილიალის უშუალო მონაწილეობით (ანა კიკნაძე, უჩა ჯუმუშაძე , თაკო წულუკიძე) მიმდინარეობდა ინტენსიური პრაქტიკული მეცადინეობები , რომელთა ფინალური ნაწილის პირველ ეტაპზე , ბათუმის საქალაქო სასამართლოში (09 აპრილს ) გაიმართა იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფორმატში.
პროექტი აქტუალური და საინტერესოა იმითაც , რომ მოსწავლეების (IX -2 კლასი) გარდა აქტიურად ჩართული არიან სტუდენტები და მშობლები, რაც დამატებითი სტიმული და მოტავივაციაა არაფორმალური განათლების განვითარებისთვის და მისი სიცოცხლიუნარიანობისთვის.
მადლობა საიას ტრენერებს ანა კიკნაძეს და უჩა ჯუმუშაძეს დაუღალავი შრომისთვის! ❤️
მოსამართლეს - თაკო წულუკიძეს! ❤️
მადლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ყველას, ვინც გვეხმარებოდა პროცესის ორგანიზებაში.