სიახლეები

2025 - 2026 წლის კურსდამთავრებულები

გილოცავთ, ჩვენო კურსდამთავრებულებო, სკოლის დასრულებას! გისურვებთ წარმატებას, შინაარსიან და ნათელ სიცოცხლეს! მიუძღვენით თქვენი ცხოვრება კეთილ საქმეებს, გქონდეთ ღრმა და საინტერესო ურთიერთობები ცხოვრების ყოველ ეტაზე! გისურებთ პროფესიულ წარმატებას და იმ ღირებულებებს ერთგულებას, რომლებიც სკოლამ ამ 12 წლის განმავლობაში მოგცათ!

ჩვენ, როგორც შევძელით, ისე შევცვალეთ თქვენი ბავშვობა, ახლა თქვენი ჯერია! შეცვალეთ გარშემომყოფების ცხოვრება და თქვენც აივსებით სიცოცხლის სიყვარულით.

უსასრულო სივრცეები გეხსნებათ, საინტერესო და დიდი გზა გაქვთ გასავლელი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მარტო არ იქნებით, ყოველთვის იფიქრეთ თქვენ გვერდით მდგომებზე, ოჯახზე, მეგობრებზე, თანამემამულეებზე.

იყავით შემწყნარებელი, ტოლერანტი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგული. ყოველთვის გახსოვდეთ: ,,კაცი რომ იბადება, მარტო თავისთვის არ იბადება, მისი სიცოცხლე ღვთისაა, ქვეყნისაა’’..

დღისით მზე გიძღოდეს, ღამით- მზიანი ღამე!

მასტერკლასს უყვარხართ!!!

ძიება