ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუბი ,,დუენდე''

ლიტერატურულ კლუბ „დუენდეში“ გაიმართა ფილმ „ფესვების“ განხილვა.

მოსწავლეებმა ნახეს ფილმიდან შერჩეული ეპიზოდები, იმსჯელეს ნაწარმოების მთავარ სათქმელსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემას უკავშირდება.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინასწარ შერჩეული თვალსაზრისები და საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს ერთმანეთს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა შემოქმედებითი აქტივობა, მოსწავლეებმა დატოვეს სამახსოვრო ჩანაწერები, რომლებშიც გამოხატეს თავიანთი ემოციური დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, დაწერეს, რას ჰპირდებიან საქართველოს, როგორ მოქალაქეებად სურთ ჩამოყალიბდნენ და რა კეთილ სურვილებსა და ოცნებებს აუხდენენ თავიანთ ქვეყანას.

მასწავლებლები: მანანა სანიკიძე, ნათია ნიკაჭაძე.

ძიება